Royal Dent was established in 1999 (CEO NINO VADACHKORIA) and situated in the center of Tbilisi which is convenient for entertainment, shopping, dining, and museums. We focus on offering our patients the best care possible, and take their needs into account so that they always feel comfortable in our practice
Treatments available include Oral and Maxilla-facial Surgeon Consultation, Dental Crown-sand Dental Bridges. The clinic provides Emergency Dental Services, Children's Dentistry and Dental Restorations. International travel arrangements for patients available.
სტომატოლოგიური კლინიკა როიალ დენტი
კლინიკა როიალ დენტი (კლინიკის ხელმძღვანელი პროფ. ნინო ვადაჭკორია) დაარსდა 1999 წელს. იგი მდებარეობს ქ. თბილისის ცენტრალურ უბანში ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მოსახერხებელია უცხოელი ტურისტებისთვისაც მისი სიახლოვით გასართობ და სხვადასხვა სფეროს მომსახურების ობიექტებთან.
კლინიკა როიალ დენტი ემსახურება მაღალი ხარისხისა და ფართო სპექტრის სტომატოლოგიურ დახმარებას უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აპარატურის გამოყენებით:
• რენტგენოლოგიური კვლევა ვიზიოგრაფისა და ორთოპანტომოგრაფის საშუალებით
• ქირურგიული, თერაპიული მკურნალობა და კბილების გათეთრება ლაზერით
• პაროდონტის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა ვექტორის აპარატით
• ორთოდონტული კორექციები ფირფიტებით, როტისა და დამონის ბრეკეტ-სისტემებით
• იმპლანტაცია და ორთოპედიული მკურნალობა ესთეტიკისა და გნათოლოგიის გათვალისწინებით
• ბავშვთა და მოზრდილთა მაღალი კლასის თერაპიული მკურნალობა ლამაზი ღიმილის მინიჭებით
კლინიკაში მოღვაწეობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები, მედიცინის დოქტორები: 11 თერაპევტი, 2 ქირურგი, 1 ყბა-სახის ქირურგი, 2 ორთოდონტი, 3 ორთოპედი, 2 რენტგენოლოგი. ყველა ექიმთან მუშაობს ასისტენტი.
კლინიკას დიდი გამოცდილება აქვს რეზიდენტების სწავლებაშიც, რისთვისაც გამოყოფილი აქვს სარეზინდენტო განყოფილება. აქ რეზიდენტებს გამოცდილი ექიმები ასწავლიან თანამედროვე სტომატოლოგიის მკურნალობის მეთოდებსა და მიღწევებს.
კლინიკის მნიშვნელოვანი ადგილია სასტერილიზაციო ოთახი. ეს არის დაცული სივრცე, სადაც ყველა ინსტრუმენტს თანამედროვე მიდგომებით უტარდება მაღალი ხარისხის დეზინფექცია, ავტონომიური შეფუთვა და სტერილიზაცია. სტერილიზაციის ხარისხი მოწმდება სპეციალური ინდიკატორებით. შეფუთული ინსტრუმენტები ინახება ე.წ. კვარცის კარადაში. კლინიკაში ასევე ტარდება ზედაპირებისა და ინსტრუმენტების მიკრობიოლოგიური კვლევა.
როიალ დენტში მკურნალობისა და კომუნიკაციისათვის სუფევს სასიამოვნო გარემო და პირობები.